ნანუსი კალანდაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. აუცილებელია, მისი თურქეთში გადაყვანა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ნანუსის ოჯახს არ აქვს.
ნანუსის მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ მიმართვებს და საზოგადოებას დახმარებას დახმარებას სთხოვენ.
„ჩემი მეგობარი ორი წელია იშვიათ დაავადებას ებრძვის. მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ვერ ჭამს, უჭირს გადაადგილება და თითქმის ყველანაირი მოქმედება. მისი ოპერაცია დანიშნულია თურქეთში, სადაც 10 დღეში უნდა იყოს. მან დიდი ხანია ყველა რესურსი ამოწურა“, – წერს სოციალურ ქსელში ეკო ფანგანი.