გერმანიამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო. მატჩები ქვეყნის 10 ქალაქში ჩატარდება, ზოგიერთი არენა უკვე დღესვე მზადაა.
ოლიმპიაშტადიონი – ბერლინი (74461)
რეინ ენერგი – კიოლნი (49827)
სიგნალ იდუნა პარკი – დორტმუნდი (65849)
ესპრიტ არენა – დიუსელდორფი (51031)
კომერცბანკ-არენა – ფრანკფურტი (48387)
ფელტინს-არენა – გელზენკირხენი (54740)
ფოლკსპარკშტადიონი – ჰამბურგი (52245)
რედ ბულ არენა – ლეიპციგი (49539)
ალიანც არენა – მიუნხენი (70076)
მერსედეს-ბენც არენა – შტუტგარტი (54697)
გერმანიას 1988 წელსაც უმასპინძლია ევროპის პირველობისთვის. თუმცა მაშინ ფინალურ ეტაპზე სულ 8 გუნდი გამოდიოდა. ის ჩემპიონატი ბრწყინვალე ჰოლანდიამ მოიგო (ვან ბრიოკელენი, კუმანი, რაიკარდი, გულიტი, ვან ბასტენი და ა.შ. მწვრთნელი თვით რინუს მიხელსი), რომელმაც მასპინძელი გერმანია ნახევარფინალში დაამარცხა (2:1).
თავად გერმანიის ნაკრები (გფრ) სამჯერ იყო ევროპის ჩემპიონი.