დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლები არ იხურება.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში სკოლების დაახლოებით 10% დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, თუმცა სკოლების ნაწილში დასწრებული სწავლა რეგულაციების შესაბამისად გრძელდება.
გამყრელიძე: „ასტრაზენეკას“ 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა
„სკოლების დაახლოებით 10%-ია გადასული დისტანციურ სწავლებაზე. ასევე რამდენიმე ასეული სკოლაში კლასებია გადასული დისტანციურ სწავლებაზე. მაგრამ სკოლები არ იხურება. სკოლებში დასწრებული სწავლა შესაბამისი რეგულაციებით გრძელდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.