პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კუთხით 10-ჯერ ჩამოვრჩებით ევროპას და ღარიბები ვართ.
როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განმარტა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება განათლების სისტემის რეფორმირებით და განათლებაში მნიშვნელოვანი რესურსების ჩადებით უნდა მოხდეს.
“ღარიბები ვართ, ეკონომიკურად კარგად გვესმის ჩვენი სიღარიბე. ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის, ძირითადად, ვისაც არაფერი არ გაუკეთებია. ჰგონია, რომ ყველაზე იოლია პოლიტიკა. ჩვენ არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის, ყველაზე დიდი ტრაგედია ჩვენი სწორედ ესაა“, – ამბობს ივანიშვილი და იქვე დასძენს, რომ მისმა გუნდმა განათლების რეფორმის მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადადგა.
„ეს რომ გუნდმა შეძლო, გმირობის ტოლფასია და განათლებაზე მიმართვა რესურსის არის იმის საწინდარი, რომ გაგვიჩნდეს ღირსეული მომავალი. ღარიბები ვართ, ეკონომიკაში ხომ იოლი დასათვლელია, რომ ევროპას 10-ჯერ ჩამოვრჩებით, უხეშად რომ ვთქვათ,” – განაცხადა ივანიშვილმა.
