კოვიდ 19-ის დაავადებისგან განკურნებულთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით უკვე 10 მილიონს ცდება, თუმცა მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.
დაღუპულთა რაოდენობა გლობალურად 650 000-ს აჭარბებს.
ურთულესი ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტი ტრამპი მოსახლეობას ჰიგიენის დაცვის და პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.
ბოლო ორი დღეა მარტის შემდეგ ყველაზე მეტი ადგილობრივი შემთხვევა დადასტურდა ჩინეთში. გასულ დღე-ღამეში COVID-19 68 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 64 შიდა გადაცემით.
ლეტალობისა და ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს რუსეთსა და თურქეთში. სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 711-მდე, აზერბაიჯანში კი 423-მდე გაიზარდა.
