კორონავირუსი უკან დახევას არ აპირებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ვაქცინა შექმნილა და არც წამალი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, უშუალოდ კორონავირუსის მკურნალობა. ექიმები ბევრს კამათობენ და მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით, საბოლოო დასკვნა არ გაუკეთებიათ, არსებული პრეპარატებიდან რომელია ყველაზე ეფექტური.
დაინფიცირებულების მაჩვენებლით ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებული შტატებია პირველ ადგილზე. საყურადღებოა, რომ ჩინეთი, საიდანაც ვირუსმა გავრცელება დაიწყო, ამ ეტაპზე, სამეულშიც კი აღარ შედის.
თურქეთში კი, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლა ეფექტურად დაიწყო, ყოველდღიურად ასობით ახალი დაინფიცირებულია.
10 ქვეყანის სია, სადაც ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ასე გამოიყურება.
შეერთებული შტატები – 842 624
ესპანეთი – 208 389
იტალია – 187 327
საფრანგეთი – 157 135
გერმანია – 150 648
დიდი ბრიტანეთი – 134 639
თურქეთი – 98 674
ირანი – 85 996
ჩინეთი – 83 876
რუსეთი – 57 999
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2,6 მილიონს გადააჭარბა.