LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საჩუქარი, რომელიც საყვარელ ქალს ახალ წელს არ უნდა აჩუქოთ

387

საახალწლოდ საყვარელი ქალისთვის კარგი საჩუქრის არჩევა- ნებისმიერი მამაკაცისთვის სირთულეს წარმოადგენს. საკმარისია ერთი არაზუსტი ნაბიჯი და შესაძლოა მას საკმაოდ ცუდი შედეგი მოჰყვეს.

თუკი მოახლოებული დღესასწაულისთვის საჩუქრის შერჩევას ცდილობთ და ჯერ კიდევ ვერ გაგირკვევიათ, რა აარჩიოთ, ეს სტატია თქვენთვისაა.  არსებობს 10 ნივთი, რომელიც საყვარელ ქალს არასოდეს უნდა აჩუქოთ:

 

ტანსაცმელი

თუკი გადაწყვეტთ, რომ მის გემოვნებას გვერდი აუაროთ და თავად გადაწყვიტოთ, რა მოუხდება ან მოეწონება, ეს ყველაფერი შესაძლოა საკმაოდ ცუდად შემოგიბრუნდეთ. არ გარისკოთ!

 

PlayStation

ადვილი მისახვედრია თქვენი გათვლა და ისიც თუ რას უმიზნებთ ამ ნაბიჯით – გეიმერი გოგონები თანამედროვეობაში არც ისე ხშირად გვხვდება.

 

ფიტნეს-დარბაზის აბონიმენტი

ეს საჩუქარი ერთმნიშვნელოვნად იმას ნიშნავს, რომ საყვარელ ქალს გახდომისკენ მოუწოდებთ. მაშინც კი თუ მას ფორმაში ჩადგომა მართლაც სჭირდება, აჩუქეთ აბონიმენტი სხვა ნებისმიერ დროს და არა ახალ წელს.

 

ცხოველი

თუკი ცხოველებისდამი სიყვარულს ის განსაკუთრებით ხშირად არ გამოხატავს, ეს საჩუქარი დაივიწყეთ და სიიდან აუცილებლად გამორიცხეთ!

 

დაფასოებული საჩუქრები

ეს უბრალოდ ხრიკია, რომელსაც მარკეტების მენეჯერები მაშინ მიმართავენ, როდესაც რამდენიმე არც ისე გაყიდვად ნივთს თავს ერთად უყრიან და ლამაზ იერს აძლევენ. შესაბამისად, ამით ვერავის გააოცებთ.

 

ფული

ფულის ჩუქებით თქვენ ხაზს უსვამთ საკუთარ სიზარმაცეს ან ფანტაზიის არქონას.

 

თეთრეული

მიეცით საშუალება, თეთრეული მან თავად აარჩიოს. თუ მაინცდამაინც მისი გაოცება და გახარება გინდათ, ის Victoria’s Secret-ის ან Agent Provocateur-ის ბრენდის უნდა იყოს.

 

 სამზარეულოს აღჭურვილობა

საკმაოდ პრაქტიკული საჩუქარია, თუმცა ახალი წელი ის დღესასწაული არ არის, რომ პრაქტიკულობაზე იფიქროთ.

 

პატენტი ბრენდი

მას სურს Louis Vuitton, მაგრამ თქვენი ხელფასი ბრენდის ყალბ ვერსიამდე გყოფნით? დაივიწყეთ ფეიკ-მარკები, ისინი ბედნიერებას ვერავის მოუტანენ.

 

თქვენი სიყვარული

„საყვარელო, არ მინდა არაფერი! მთავარია – გვერდით ხარ!“ – ეს არის ხაფანგი! არაფრის ჩუქება მხოლოდ თქვენს ყოფილს უნდა. არ დატოვოთ საყვარელი ქალი საჩუქრის გარეშე ახალი წლის ღამეს – უფრო ძვირი დაგიჯდებათ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები