მარტო სამოგზაუროდ საუკეთესო კონტინენტი უდაოდ ევროპაა. ქვეყნიდან ქვეყანაში გადაფრენა ძალიან მარტივია. ამასთან, ტურისტული ინფრასტრუქტურაც კარგადაა განვითარებული. ევროპაში – კულტურა, საინტერესო ადგილები, საკვები, ღამის ცხოვრება – მოკლედ ყველაფერია რასაც ტურისტი ეძებს.
ბრიუგე, ბელგია
თუკი ნამდვილი ზღაპრის ხილვა გსურთ – მაშინ სწორედ ბრიუგეს უნდა ეწვიოთ. ქუჩის მარკეტებითა და ლამაზი ბაღებით სავსე ქალაქი სოლო ტურისტებისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. ბრიუგეს ქუჩები კოშკებით, შუა საუკუნეების ტაძრებით, შთამბეჭდავი არხებითა და ქვაფენილებითაა სავსე.
პრაღა, ჩეხეთი
ჩეხეთის ფერადი დედაქალაქის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის ნახვა სეირნობა-სეირნობითაა შესაძლებელი. საითაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ულამაზესი ნაგებობები, კოშკები და ტაძრებია აღმართული. ამასთან, ქალაქი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვისაც ხელმისაწვდომია.

