განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის პირველ საათზე და დილის 11:00 საათამდე გასტანს. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია მაქსიმალურად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების საკმარისი მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღევანდელი დღე მოვლენათა განვითარების წინასწარ განსამზღვრელი პერიოდია, ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყავით. ამავდროულად, დღე ტრავმულ-ავარიულია, რის გამოც სასურველია შეამციროთ კონტაქტი უცხო ადამიანებთან.
დღის რეკომენდაციები – დღეს მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, დაპირებების გაცემასა და სესხის აღებას, რადგან საგრძნობლად მოიმატებს ტყუილისადმი მიდრეკილება. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები ახდება მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, შვილებს, საკუთარი გარეგნობის მოწესრიგებასა და ჯანმრთელობის გაჯანსაღებას. კარგი დღეა სახლის დალაგება-დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის. დღე სასიკეთოა ქორწინებისთვის, კაპიტალდაბანდებებისთვის, მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, ფოტოგრაფიისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისა და კულინარიისთვის. ასევე, პერიოდი ხელს უწყობს ნადირობას, თევზაობას, ქველმოქმედებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას. ამასთანავე, შესაძლოა დღეს ახალი ნაცნობობაც შედგეს.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ტერფების ზონა, მხედველობა, ნერვული და ლიმფური სისტემები. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სამედიცინო ჩარევები მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. დღეს მოერიდეთ ექოსკოპიის გაკეთებას, ანალიზების ჩაბარებასა და ტერფების მასაჟს.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან რეკომენდებულია მარგალიტის, ალექსანდრიტის, მარჯნის, ამეთვისტოსა და გიშერის გამოყენება – ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ იისფერ, მწვანე, ლურჯ, ვერცხლისფერ და ყვითელ ტონებს. აღნიშნული ფერების სამოსში გამოყენება მაქსიმალურად გააძლიერებს თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს პერიოდი ვერძისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი სიფრთხილე მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე არასასურველი გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.