LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

221
მიხეილ ცაგარელი

დღეიდან უმნიშვნელოვანესი კოსმიური მოვლენა იწყება: მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მთვარის კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას – დაღმავალი კვანძი გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, ხოლო აღმავალი კვანძი ქალწულიდან ლომის ზოდიაქოში გადავა.

ეს ენერგეტიკული ცვლილება ცის კაბადონზე ადამიანებისგან მეტად მოითხოვს ხასიათში ეგოიზმის, დიქტატორული თვისებების, გადამეტებული სიამაყის, სიჯიუტის, ამპარტავნობისა და ზედმეტი ამბიციების მოთოკვას. ამის საპირისპიროდ, აუცილებელია ისეთი თვისებების განვითარება, როგორიცაა თავისუფლებისადმი სწრაფვა, დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და დამკვიდრება, ცხოვრებასა და ურთიერთობებში გარკვეული რეფორმების შემოტანა, მეტი დიპლომატია და ინტუიციაზე დაყრდნობა.

ამ პერიოდში სოციალური პრობლემები ბევრად იოლად გადაწყდება. საუკეთესო დროა ცოდნის გასაღრმავებლად და მეცნიერების განვითარებისთვის. გაითვალისწინეთ: ნებისმიერი ხელმძღვანელი პირი, რომელიც კვლავაც ზედმეტი ამბიციით, ამპარტავნობით, დიქტატურითა და ეგოიზმით იმოქმედებს, დაკარგავს თანამდებობას (ეს ტენდენცია განსაკუთრებით ნოემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი). ეს იქნება კოსმიური შედეგი კარმული პროგრამის შეუსრულებლობის გამო, ამიტომ იყავით ყურადღებით.

დღის რეკომენდაციები:

დღევანდელი დღე საკმაოდ კონფლიქტურია, ამიტომ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატია და თავდაჭერა გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების ჩატარებას და ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გარკვევას.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი, ამ პროცესს ხშირად შეუშლის ხელს უნდობლობა და ეჭვიანობა, რაც შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანის ხასიათში გამოვლინდეს. დღეს განსაკუთრებით გაუფრთხილდით ძვირფასეულობას. პერიოდი საუკეთესოა მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის არე. მოერიდეთ ამ ზონების გადატვირთვას. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, ასევე, ალერგიული რისკის მქონე პროდუქტების (თხილი, თაფლი და ა.შ.) მიღებას.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ონიქსის, ქრიზოპრაზის, აქატისა და მალაქიტის გამოყენება.

ფერებიდან თქვენს შარმსა და მიზიდულობას საგრძნობლად გააძლიერებს ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი და მწვანე ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია თხის რქისა და თევზების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები