პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ტვ პირველის“ ეთერში 6 მარტს გასული ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები „ექსპერტიზის მიხედვით, მოდელირებულია და აბსოლუტურად ყველა მათგანს მონტაჟის კვალი აღენიშნება“, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ეხმიანება და სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ „10 წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ იქნა დამონტაჟებული და მაქინაციების გზით მიწოდებული მაყურებლისთვის“. მისი განმარტებით, „ჩვენთანაც უნდა მოვიდეს დრო, როცა ასეთი მასშტაბის ფეიკ-ნიუსი აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში“.
ქადაგიშვილის თქმით, ასეთი დანაშაულები წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ასეთ საუბარს რეალურ ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია, ირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. ასეთი დანაშაულები წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური, მოდელირებული ქრონიკები წინა ხელისუფლების დროს იყო ტიპური მოვლენა, მიზნად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას და სამწუხაროა, რომ 10 წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს იქნა ისევ დამონტაჟებული და მაქინაციების გზით მიწოდებული ტელემაყურებელზე, რაც მე ვფიქრობ, რომ ალბათ განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველა მხრიდან. ამავდროულად სახალხო დამცველმაც ალბათ, რომელიც დღეს პარლამენტში იმყოფება, ამასთან დაკავშირებით თავის პოზიცია უნდა გამოთქვას და ზოგადად ვამბობ (არაერთ კონკრეტულ ტელევიზიასა და წამყვანზე) ,რომ ჩვენთანაც უნდა მოვიდეს დრო, როცა ფეიკ ნიუსი ასეთი მასშტაბის და ასეთი გაყალბების აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში და სტანდარტი, რაც გვინდა იყოს ქვეყანაში ყველგან, უნდა დამკვიდრდეს მედია სივრცეშიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
არ არის სწორი სახელმწიფო პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი: სერგეენკო
„gadafarva.ge“ ირაკლი ღარიბაშვილზე ახალი გამოძიება ხვალ საღამოს რვაზე: ნოდარ მელაძე