პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერის შესახებ პროკურატურის განცხადებაზე ოპოზიციის კრიტიკის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების დევალვაციის მცდელობა.
"21 ადგილზე გამოყენებულია უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს ან ბერა ივანიშვილს" - პროკურატურა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს
„პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერი მიღებულია მონტაჟის გზით“ - პროკურატურა
„ოპოზიცია ერთი პირით იძახის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე არის ქვეყნის განმსაზღვრელი, ვეთანხმები. მეორე პირით კი იძახის, რომ პროკურატურა მარიონეტია და წერს რაღაცას, რაც მოესურვება – არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების დევალვაციის მცდელობა“. – აცხადებს სერგეენკო.
მისი თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუძლიათ დაინტერესდნენ და ნახონ მასალები, რის საფუძველზეც გააკეთა პროკურატურამ ეს განცხადება.
„შეძლებით ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ არის სწორი სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი. მინიმუმ უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთეს ეს დასკვნა და ამის მერე იმსჯელონ, რომ ეს ყალბია.
ასე ხელის აქნევით, რომ პროკურატურამ ეს ყველაფერი არასწორად ქნა, არასწორია. ბრალდება, რომ მათ ასე პოლიტიკური მოტოვით გააკეთეს, საჭიროებს დასაბუთებას“, – განაცხადა სერგეენკომ.
„gadafarva.ge“ ირაკლი ღარიბაშვილზე ახალი გამოძიება ხვალ საღამოს რვაზე: ნოდარ მელაძე