LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ როთი – LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის – “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მომავლის გამანადგურებელი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს

136
Capture

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომ “LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის”.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს.

“უცხოური აგენტების კანონით” კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობა სექსუალურ უმცირესობებს იღებს სამიზნეში. LGBTI-ზე რუსული სტილის თავდასხმა კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. მმართველმა პარტიამ საქართველოს მომავლის განადგურებისთვის ინიციატივები უნდა შეწყვიტოს,” – წერს როთი.

„აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება… დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება“ – „ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტი დააინიცირა

magti 5g