LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

104 წლის პენსიონერმა კორონავირუსი დაამარცხა და საუკეთესო წამლად შამპანური დაასახელა

153
106yearsoldcvd19

104 წლის ჯეინ კოლინზმა, რომელიც ამჟამად ინგლისში, ქალაქ დერბის მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს – ორი მსოფლიო ომი, ესპანური გრიპი და უკვე კორონავირუსის ინფექციაც გადაიტანა. ხანდაზმულმა ქალბატონმა გამოჯანმრთელების საიდუმლოდ და საუკეთესო წამლად შამპანური დაასახელა.

ჯეინი COVID-19–ის დიაგნოზით საავადმყოფოში აპრილის ბოლოს მოხვდა. მიუხედავად არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზისა, რომელიც ძირითადად ქალბატონის ასაკით იყო განპირობებული, 10 დღეში მან სრულად განკურნება შეძლო.

7 მაისს ჯეინი საავადმყოფოდანაც გამოწერეს და მედპერსონალი უხუცეს პაციენტს აპლოდისმენტებით დაემშვიდობა.

„მე უკვე სახლში დავბრუნდი და თავს მშვენივრად ვგრძნობ“ – უთხრა პენსიონერმა „დეილი მეილს“, – „თავშესაფარში ძალიან კარგად მივლიან. ზოგჯერ თავს ისევ სუსტად ვგრძნობ, თუმცა გამოჯანმრთელებას ტორტითა და საყვარელი შამპანურით აღვნიშნავ.“

კოლინზის მეუღლე ჯორჯი, 58 წლის ასაკში ლამის ნახევარი საუკუნის წინ გარდაიცვალა. ქვრივმა სიცოცხლის დიდი ნაწილი ჯანდაცვის სფეროში მუშაობას მიუძღვნა და 101 წლამდე ავტომობილსაც კი მართავდა. მას შვილები არასდროს ყოლია და როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, ძლიერი ქალბატონის მთავარი სისუსტე ყოველთვის შამპანური იყო.

„სწორედ შამპანურია მისი მთავარი საიდუმლო,“ – განაცხადა ჯეინის ნათესავმა სარამ, – სულაც არაა გასაკვირი ის, რომ მან ყველაფრის გადატანა შეძლო. ეჭვიც არ მეპარება რომ კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს, ჯეინი ხომ ძალიან ძლიერია.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები