აშშ-ში, ნიუ-იორკის ციხის თანამშრომლებმა 104 წლის ქალის ოცნება აასრულეს და ციხეში დაპატიჟეს. NYup.com-ის ინფორმაციით, იუბილარს დეტალურად აჩვენეს, თუ როგორ მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულება.
მოხუცებულთა სახლის მაცხოვრებელმა ლორეტამ აღიარა, რომ ციხეში არასდროს ყოფილა და ყოველთვის ძალიან აინტერესებდა თუ როგორ გამოიყურებოდა ის შიგნიდან. ქალის მოახლოებული დაბადების დღის აღსანიშნავად, ციხის თანამშრომლებმა ის საინტერესო ექსკურსიაზე დაპატიჟეს. მოხუციც სიამოვნებით დათანხმდა.
თავიდან ლორეტას ყავით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, შემდეგ კი ექსკურსია მოუწყვეს. ქალს აჩვენეს ხელბორკილები, ათამაშეს სამსახურებრივ ძაღლთან და აჩვენეს მონიტორები, სადაც საკნებში დაყენებული კამერების ჩანაწერები გადიოდა.
მოგვიანებით ციხის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ლორეტასთან ერთად ბევრი იცინეს და გადასარევი დრო გაატარეს.
შერიფმა ქალს ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გამხელაც სთხოვა და ასეთი პასუხი მიიღო: „არ ჩაერიო სხვის საქმეში არასდროს!“
