108 წლიანი პატიმრობა 8 არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისთვის – თურქეთის სასამართლომ დევნილთა ბანაკის თანამშრომელი, 29 წლის მამაკაცი 8 სირიელი ბიჭის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. დაზარალებული ბავშვები 8-დან 12 წლამდე ასაკის არიან.
ბრალდებული ლტოლვილთა ბანაკში დამლაგებლად მუშაობდა და მცირეწლოვნებზე ძალადობას 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა სასამართლოში ბრალდება არ უარყო და განმარტა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს 1 დოლარის ოდენობის თანხას უხდიდა. მან ასევე განაცხადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში ბანაკის მენეჯერები და სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი.