LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ახალი შემთხვევიდან, 1 ლენჯერს უკავშირდება, 6 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 შემოტანილია

81
publika.ge-1-50-1024x580

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია. ამის შესახებ განცხადება მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი

„კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ, ერთის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში, ვირუსისგან განკურნებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82-ია.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი სოლიდურად გაიზარდა. იყო 1150, გამოჯანმრთელდა 40 და ეს მაჩვენებელი არის 1190. ამ მონაცემებით, გამოჯნმრთელებულის პროცენტული მაჩვენებელი 82-ია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g