LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება

gamocdebi

მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები წელს მოიხსნება, მე-12 კლასელებისთვის კი 2020 წელს.

მისივე თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

2020 წლიდან სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

ასევე, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g