მოსწავლეებზე, რომლებმაც შარშან საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს, სავარაუდოდ სკოლის დონეზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, მოეხსნებათ თუ არა გამოცდები მათ, ვინც შარშან გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, დეტალებზე უახლოეს დღეებში ისაუბრებს.
“წინასწარ რომ არ ვისაუბრო, დეტალებზე უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. ერთადერთი მიზანი გვაქვს – ყველას დავეხმაროთ, რომ პრობლემა გადაიჭრას“, – განმარტა ბატიაშვილმა.
მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.