LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა „ოცნება“ თავის წარმომადგენლებით“ – თინა ბოკუჩავა

216
BeFunky-collage (5)

„11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა „ოცნება“ თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად მიმართავენ ძალადობას ოპოზიციონერი ქალების მიმართ“, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ხალხის ძალის“ დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალადობა პროვოცირებული იყო ქალი ოპოზიციონერების მიერ.

„ხალხის ძალის“ დეპუტატი: „მოვითხოვ ყველა შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების მიერ და გამოიწვია „ოცნების“ ცალკეული ქმედებები“

თინა ბოკუჩავას თქმით, მმართველი გუნდის გაღიზიანებას ევროპული არჩევანისთვის ოპოზიციის უკომპრომისო ბრძოლა იწვევს.

„ოპოზიციის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა – ქალი იქნება თუ კაცი, უკიდურეს პროვოკაციაზე მიდის..“ – ნინო წილოსანი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ეს პარლამენტი, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდი არის ალბათ, ყველაზე სამარცხვინო, რაც კი მათ შორის „ოცნების“ მმართველობის დროს მინახავს.

11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა „ოცნება“, როგორიც არის ახლა თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა ტიპის ძალადობას იყენებენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ. მათ ძალიან აღიზიანებს ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დაპირისპირება პარლამენტში: „ოცნების“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავას „ნაბიჭვარი“ უწოდა, წითლიძეს კი მიკროფონი მოუქნია, რის გამოც ანა წითლიძემ ლევან მგალობლიშვილს ქაღალდები ესროლა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.. ის, რაც ვიხილეთ უმსგავსობაა, ქართული კულტურისათვის უღირსი და სამარცხვინო საქციელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g