„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ 11-წლიანმა მმართველობამ საქართველოს კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი მოუტანა.
გიორგი ვაშაძის თქმით, მმართველ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.
„სხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში.
რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება“? – სამართლიანობის აღდგენას, „კლანის“ დასრულებას, ეკონომიკურ აღმავლობას, სოფლის განვითარებას… უამრავი დაპირება ჰქონდა. არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. სამი რამ გააკეთა მხოლოდ: განამტკიცა „კლანი“ და კორუფცია, მოიტანა სიღარიბე და რუსეთი. სამწუხაროდ, ასეთი გავლენა რუსეთს საქართველოში არ ჰქონია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან,“ – განაცხადა ვაშაძემ.