LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„111 ორსული ქალი ფიქტიურად დაასაქმეს და 111 000 ლარი მიითვისეს“ – რა განცხადებას ავრცელებს საგამოძიებო

131
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე პასუხისგებაში ექვსი პირი მიეცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზებული ჯგუფი 2020-2022 წლებში წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, გაურიგდა 111 ორსულ ქალს, ისინი ფიქტიურად დაასაქმა და მათთვის დეკრეტული შვებულებით გათვალისწინებული ფულადი დახმარება, ჯამში 111 000 ლარის ოდენობის მიითვისა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულები, 2020-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რის შემდგომაც დაამზადეს ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება – ჯამში 111 000 ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ექვსი პირი მიეცა, რომელთაგან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი – კომპანიის ბუღალტერი.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.

magti 5g