LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

112-ის ოპერატორმა 24 წლის გოგონა თვითმკვლელობისგან გადაარჩინა

159

112-ის ოპერატორმა 24 წლის გოგონა თვითმკვლელობისგან გადაარჩინა, ოპერატორსა და გოგონას დიალოგი 112-ის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა.

2016 წელი, 1 ივლისი…

„112“-ში ახალგაზრდა გოგონა რეკავს…

„112“-ის ოპერატორი: „112“ გისმენთ.
მოქალაქე: გამარჯობა, შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება?
„112“-ის ოპერატორი: გამარჯობა, რა თქმა უნდა, გისმენთ.
მოქალაქე: 100 საძილე აბი რომ დალიოს ადამიანმა, რა მოუვა?
„112“-ის ოპერატორი: დალია ვინმემ?
მოქალაქე: არა, არა, მხოლოდ მაინტერესებს, რას უზამს…
„112“-ის ოპერატორი: გთხოვთ, მითხარით, ვინ დალია და მისი მისამართიც, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოვუშვათ.
მოქალაქე: არა, არა, მადლობა…
და ახალგაზრდა გოგონამ ტელეფონი გათიშა…

იმის მიუხედავად, რომ შსს სსიპ „112“-ში, სამწუხაროდ, დღე-ღამის განმავლობაში არამიზნობრივად ათასობით მოქალაქე რეკავს და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღებას ითხოვს, ოპერატორმა აღნიშნული მოქალაქის ზარი საეჭვოდ მიიჩნია და გადამოწმების მიზნით გადაურეკა.

„112“-ის ოპერატორი: ქალბატონო, „112“-დან გიკავშირდებით… მინდა, გადავამოწმო, ნამდვილად არ გჭირდებათ დახმარება?
მოქალაქე: თავი დამანებეთ…. ნუ მირეკავთ…
გოგონამ აგრესიულად უპასუხა ოპერატორს და ისევ გათიშა ტელეფონი.

ამ ეტაპზე, „112“-ში რა მისამართიდან შემოდის ზარი არ ფიქსირდება და შესაბამისად, თუ ზუსტი ლოკაცია ცნობილი არ არის, დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდება.

ოპერატორმა რამდენიმეჯერ კიდევ სცადა გოგონასთან დაკავშირება და მისამართის გაგება, თუმცა ამაოდ… გოგონა დარეკვისთანავე თიშავდა ტელეფონს.

„112“-ის ოპერატორი მიხვდა, რომ შესაძლოა მისი ეჭვი გამართლებულიყო და წამები გადამწყვეტი ყოფილიყო. ბაზაში სასწრაფოდ მოძებნა აღნიშნული ნომრიდან მანამდე განხორციელებული ზარი, ჩაინიშნა მითითებული მისამართი და დაუყოვნებლივ გააგზავნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ადგილზე მისულ ექიმებს 24 წლის გოგონა უგონოდ მყოფი დახვდათ. მას 100 საძილე აბი ჰქონდა დალეული…
რომ არა „112“-ის ოპერატორის მიხვედრილობა და სწრაფი რეაგირება, 24 წლის გოგონა სუიციდით დაასრულებდა ცხოვრებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g