LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია და “ბუსტერ” დოზის გაკეთება დღეიდან არის შესაძლებელი

77
1

საქართველოში დღეიდან ვაქცინაციას კამპანია კიდევ უფრო ფართოვდება:

?  დღეიდან “ფაიზერის” ვაქცინით აცრას შეძლებენ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები. მათი ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მშობლები მიიღებენ;

?  ასევე დღეიდან, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ 18 წელზე უფროსი ასაკის ის მოქალაქეები, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა 6 თვის წინ გაიკეთეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით:

◼  მოქალაქეს, რომელიც აცრილია “სინოფარმის” და “სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს როგორც “სინოფარმის”, ასევე “სინოვაკის” ან “ფაიზერის” ვაქცინა;

◼  “ასტრაზენეკათი” ვაქცინირებული პირები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ “ფაიზერის” ვაქცინით;

◼  “ფაიზერით” აცრილებისთვის რეკომენდებულია ისევ “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენება;

◼  60 წელზე უფროსი ასაკის პირები, რომლებიც “სინოფარმით” და “სინოვაკით” არიან აცრილი, ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ მეორე აცრიდან 3-დან 6 თვემდე ინტერვალში.

შეგახსენებთ, აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის აცრისა და ე.წ. “ბუსტერით” ვაქცინაციის გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ  9 ნოემბერს მიიღო.

ჩხაიძე: 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 საავადმყოფოში ხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g