LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 იანვრიდან ქუთაისიდან სლოვაკეთის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება

113
ბრატისლავა

2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება – მგზავრებს სლოვაკეთის დედაქალაქში პირდაპირი რეისით მგზავრობის საშუალება ექნებათ.

ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას რეისს კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

შეგახსენებთ, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან (2012 წელი) დღემდე, საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g