LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ივლისს, მწერალთა სახლში, პოეტ ზაურ ბოლქვაძის ხსოვნის საღამო გაიმართება

167

12 ივლისს, საღამოს 7-ის ნახევარზე, მწერალთა სახლში პოეტ ზაურ ბოლქვაძის რჩეულის პრეზენტაცია და ხსოვნის საღამო იმართება.

ზაურ ბოლქვაძე 1933 წლის 2 აპრილს დაიბადა, 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა უნივერსიტეტის გაზეთის მთავარ რედაქტორად, შემდეგ სატირულ-იუმორისტული ჟურნალის „ნიანგი“ მთავარ რედაქტორად. მისი 16-მდე კრებულია დაბეჭდილი ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებზე, ასევე გამოცემულია მისი ლირიკული ლექსები, იუმორისტული მინიატურები და ექსპრომტები. მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია. მისი ლექსები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჰყავს მეუღლე,  ნანა დარჩია და შვილი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე.

საღამოზე ზაურ ზაურ ბოლქვაძის ლექსებს ცნობილი მსახიობი, მურმან ჯინორია წაიკითხავს. სტუმრებს პოეტის რჩეულის შეძენის საშუალება ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g