LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 საათზე ყველა რადიოეთერში აჟღერდება უკრაინის ჰიმნი – საქართველოს რადიოსექტორი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

2729
რადიო ფორტუნა radio fortuna

საქართველოს რადიო გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. გმობს ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიას უკრაინელი ხალხის მიმართ და ზუსტად 12 საათზე, ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი რადიოეთერით ააჟღერებს უკრაინის ჰიმნს.

მხარდაჭერისა და სოლიდარობის აქციას უერთდება რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ შემავალი ხუთივე რადიოსადგური და „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, არ დაიდარდოს“, „ავტორადიოსა“ და „როკრადიოს“ ეთერით რადიო მსმენელები, ყველგან სადაც საქართველოა, ერთად მოისმენენ მეგობარი ქვეყნის ჰიმნს.

თავის მხრივ, რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“, რომელიც ევროპის რადიოასოციაციის ერთადერთი წევრია საქართველოდან, ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად მიმართა. უკრაინისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერის კონკრეტულ ინიციატივებზე მუშაობს ევროპის რადიოასოციაციაც.

„ჩვენ ნამდვილად შოკირებული და დამწუხრებულნი ვართ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით და გვსურს, გულწრფელი სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს. ჩვენ უკვე განვიხილავთ კონკრეტულ ინიციატივებს ევროკავშირის მასშტაბით, რამაც შეიძლება მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენ და ჩვენს წევრებს, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და შეშფოთება“ – განაცხადა ჰოლდინგის დირექტორ, თამარ ჩიგოგიძესთან საუბრისას ევროპის რადიოასოციაციის პრეზიდენტმა სტეფან მოლერმა.

უკრაინის ჰიმნი

 

 

magti 5g