ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 13–28 ივნისს მეშვიდედ იმართება თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი 2026, რომელიც საქართველოს დედაქალაქში უმასპინძლებს მსოფლიო კლასიკური მუსიკის გამორჩეულ ვარსკვლავებს, მათ შორის პოლ ლუისს, ალექსეი ვოლოდინს, ედიტ პენიას, კონსტანტინ ლიფშიცს, ციპრიენ კაცარისს, ნიკოლოზ ნამორაძეს, ანდრიუს ჟლაბისს, ნიკო ნამორაძეს, სიმონ გრაიშის და სხვა მოწვეულ სტუმრებს.
კონცერტები გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ორბელიანის მოედანზე.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. დასკვნითი კონცერტი კი 28 ივნისს გაიმართება ორბელიანის მოედანზე დუდანა მაზმანიშვილის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და კარლო პონტის მონაწილეობით.

