13 ივნისს ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt საერთაშორისო აღიარების მუსიკოსების, ცნობილი ჩელისტის ლიზი რამიშვილის და უკრაინელი პიანისტის მარია კლიმენკოს კონცერტს წარმოგიდგენთ.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში შესრულდება კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
პროექტის გენერალური პარტნიორები კომპანია „კოკა-კოლა“ და ფონდი „კეტარი“
პროგრამა:
მ. ლისენკო – ელეგია ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის.
რ. შუმანი – ფანტასტიკური პიესები op. 73
კ. დებიუსი – სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის რე მინორი L. 135
ფ. შუბერტი – სონატა “არპეჯიონე” ლა მინორი ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის D.821
ჯ. ენესკუ – სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის No. 2 დო მაჟორი Op. 26
საინფორმაციო მხარდამჭერები – რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „მედია პალიტრა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.