საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა 2 დღის წინ მოინახულა. მისი თქმით, საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში სააკაშვილს 13 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც შემაშფოთებელია.
მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, „კარგია თუ სააკაშვილის განკურნება ქვეყნის შიგნით მოხდება, მაგრამ, თუ ეს ვერ მოხერხდება, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა“
„მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ვინახულე ორი დღის წინ და ვაზიარე. არ არის დიდი ხანი, რაც ვნახე და იმის შემდეგ კიდევ 2 კილო აქვს დაკლებული, ვფიქრობ ეს სავალალოა. თუ ადამიანი იკლებს ავადმყოფობის გამო ეს არის ცუდი და საგანგაშო. 13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად.
თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.