13 თებერვალს მსოფლიო რადიოს დღეს აღნიშნავს. თარიღი 2011 წლიდან აღინიშნება – მას შემდეგ, რაც იუნესკომ 36-ე გენერალურ კონფერენციაზე მიიღო გადაწყვეტილება ეს დღე რადიოსთვის მიეძღვნა. 13 თებერვალს კი იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს, 1946 წელს შეიქმნა გაეროს რადიო.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით იუნესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, ის სამი მთავარი საკითხი, რაზეც რადიო სადგურებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება. იუნესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივმა რადიომ პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს პლურალიზმზე, ახალი ამბების განყოფილებაში მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის წახალისებაზე, ასევე პროგრამაზე, რომელიც უნდა იყოს მრავალფეროვანი.
„ამ მსოფლიო დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ რადიოს ძალას-ასახოს და ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებას ყველა ფორმით. გლობალურ დონეზე რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. უნიკალური შესაძლებლობა, მოიცვას ყველაზე ფართო აუდიტორია. რადიოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გამოცდილება, იყოს პლატფორმა ყველა ხმისთვის“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში.
მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს, თბილისში.