LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის გოგონასთან, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც ბაბუა დააკავეს, მუშაობა ფსიქოლოგმა დაიწყო

130
ძალადობა

„მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის, პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო,“ – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში განაცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე მზრუნველობას ბიოლოგიური ოჯახი ახორციელებს.

„შსს-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზრუნვის სააგენტო ჩართულია მყისიერად. გარდა საპროცესო წარმომადგენლობისა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო,“ – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

mazda magti 5g