13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში კაცი დააკავეს – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „მოზაიკა“ ავრცელებს.
ბრალდებული პირი პოლიციამ გუშინ დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლის II ნაწილის, „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.