LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14-20 ნოემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

123

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ფინანსურ საკითხებზე ხართ მთლიანად კონცენტირებული, რაც ხელს გიშლით მოდუნდეთ. სამშაბათიდან პირად ურთიეთობაში სასიკეთო ძვრები დაიწყება. პარტნიორთან მეტ სულიერ სიახლოვეს იგრძნობთ. თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის რეკომენდებულია სასიამოვნო მასაჟი.

კურო

ემოციებით დატვირთული კვირა გელით. პარტნიორთან ემოციების გამოხატვა და პრობლემებზე საუბარი გიჭირთ. ამ ფაქტორმა შესაძლოა ურთიერთობაში დაძაბულობა შემოიტანოს. მეტი გულახდილობა და ნაკლები სტრესი. რაც უფრო მეტად გაიხსნებით, მით უფრო უკეთ იგძნობთ თავს.

ტყუპები

ტყუპებისთვის ეს კვირა ოდნავ მოსაწყენი იქნება. განსაკუთებით პირად ურთიერთობაში. პარტნიორთან მცირე უთანხმოება გაქვთ, რაც მოტივაციას გიკარგავთ რამე სასიამოვნო დაგეგმოთ. პირველ რიგში, ურთიერთობის დასარეგულირებლად, გულწფელი საუბარია საჭირო.

კირჩხიბი

ჰარმონიული კვირა გელით. პარტნიორისგან დიდ მხადაჭერას იგრძნობთ. მეტი დრო გაატარეთ ერთად და იფიქრეთ პოზიტიურად. კვირის ბოლოს კიდევ უფრო მეტ სიყვარულს და სითბოს იგრძნობთ. მოსალოდნელია მოულოდნელი სიურპრიზიც.

ლომი

პარტნიორთან მასტიმულირებელი საუბარი გელით. ინტიმურ-ვერბალური კომუნიკაცია ბოლოს სასიამოვნოდ დაგვირგვინდება. ეს კვირა ლომებისთვის სექსუალურად განსაკუთებულად აქტიური იქნება. თუ მარტო ხართ, შესაძლოა სამსახურეობრივი რომანი გააბათ.

ქალწული

პარტნიორთან დაკავშირებით ნუ მოუსმენთ ოჯახის წევრების პოზიციას. მათი შეფასებები თქვენისგან განსხვავდება. მათ ჰგონიათ რომ პარტნიორი რაღაცას გიმალავთ. სამშაბათს სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. რაც არ უნდა მოუსმინოთ გარშემომყოფებისგან, თქვენ ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვეთ.

სასწორი
თუ პარტნიორი გყავთ, მისგან რაღაც საიდუმლოს მოისმენთ. სავარაუდოდ, ეს საიდუმლო ფინანსებს უკავშირდება. თუმცა, ეს ბარიერი მალე გადაილახება და თქვენი ურთიერთობა ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, დაძაბულობის გარეშე.

მორიელი

თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მასთან ემოციურ და ფიზიკურ სიახლოვეს კიდევ უფრო იგრძნობთ. ხოლო თუ ჯერ ისევ ეძებთ მეორე ნახევარს, ამ კვირას საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. მოვლენების განვითარება თქვენზეა დამოკიდებული.

მშვილდოსანი

ოჯახურ საკითხებზე მწვავე კამათი გელით. ზედმეტ ფინანსურ ხარჯებზე თავის მართლება მოუწევს ერთ-ერთ მხარეს. თუ ამ დაძაბული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებთ, გულახდილად დაელაპარაკეთ. ხუთშაბათიდან სიტუაცია დასტაბილურდება.

თხის რქა

სიყვარულით იქნებით გარემოცული. ამ კვირაში, უჩვეულოდ სენტიმენტალური გახდებით. თუ გყავთ პარტნიორი, ორივე გულწრფელ ემოციებს გაცვლით. რეკომენდებულია სასიამოვნო საღამოს დაგეგმვა ან კონცერტზე წასვლა. დღის წესრიგში შვილის საკითხიც დადგება.

მერწყული

პარტნიორი მაქსიმალურად გიჭერთ მხარს მიზნის მიღწევაში და კონკრეტული ტალანტის განვითარებაში. მორალური მხარდაჭერა ახლა ყველაზე ძალიან გჭირდებათ. თუ თქვენს მეორე ნახევას ნათესავები ჯერ კიდევ არ იცნობენ, ეს კვირა გამოიყენეთ და გადადგით ნაბიჯი.

თევზები

ამ კვირაში დიდი ხნის სურვილი აგიხდებათ, რაც თქვენი პარტნიორის დამსახურება იქნება. თუ მარტო ხართ, სამეგობრო წრიდან, ერთ-ერთთან პაემანზე წახვალთ. მეგობრობიდან დაწყებულ ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებთ, თუმცა ყველაფერს დრო გიჩვენებთ.

magti 5g