“ჩვენ გვაქვს არსებითი დღის წესრიგი, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი და გავუმკლავდეთ დღეს არსებულ და სამომავლო გამოწვევებს,” – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) წევრი სახელმწიფოების მეთაურები მორიგ სამიტზე ბრიუსელში 14 ივნისს შეიკრიბებიან.
სტოლტენბერგი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და იმ ძირითად გამოწვევებზე საუბრობს, რომელზეც, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ.
I am pleased to announce that the next Summit of #NATO leaders will take place on 14 June 2021 in Brussels.
We have a substantive & forward-looking agenda to strengthen our transatlantic Alliance and address the challenges of today and tomorrow. #NATO2030 https://t.co/ZgXf1ECnIg— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) April 22, 2021
სტოლტენბერგი მორიგ სამიტს უნიკალურ შესაძლებლობას უწოდებს და ამბობს, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებას.
რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კლიმატის ცვლილება, ჩინეთის აღზევება – ეს არის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომელზეც ნატოს სამიტზე იმსჯელებენ:
“ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ნატო-ს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კავშირების განმტკიცებაში. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი არსებითი და პერსპექტიული “ნატო 2030″-ის დღის წესრიგის შესახებ, რათა გავუმკლავდეთ არსებულ და სამომავლო გამოწვევებს. ჩვენ განვიხილავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმის საფრთხეს, კიბერშეტევებს, განვითარებად და დამანგრეველ ტექნოლოგიებს, კლიმატის ცვლილების გავლენას და ჩინეთის აღზევებას.
ბელგია იყო ნატო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი 1949 წელს და ორმოცდაათ წელზე მეტია ის ჩვენს სამიტებს მასპინძლობს. ველოდები წარმატებულ სამიტს ივნისში.” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.