LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14-ჯერ გაზრდილი ექსპორტი – ქართული ვაშლი საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადია

52
red-apple-day-fun

2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 6 456 ტონა.  რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g