LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ნოემბრიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება

50
ქეთევან დედოფლის ქუჩა

ორშაბათიდან, 14 ნოემბრიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ნათქვამი გვქონდა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე ნოემბერში სამუშაოები სრულად დასრულებული იქნებოდა.

ამ დროისთვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება.

შესაბამისად, უკვე ორშაბათიდან გზის სავალი ნაწილი სრულად გაიხსნება, როგორც ავტომობილებისთვის ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის,“ – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, გამზირზე გამოიყო საავტობუსე ზოლები, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g