მთელი მსოფლიოს ექიმები თითქმის ერთი წელია ცდილობენ კორონავირუსი დაამარცხონ, თუმცა უშედეგოდ.
ტეხასში მცხოვრებმა ინდური წარმოშობის 14 წლის მოსწავლემ ანიკა ჩებროლუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანი მეთოდი შეიმუშავა, მისი აღმოჩენა მეცნიერებს პანდემიის შეჩერებას გაუმარტივებს. ანიკა ჩებროლუს CNN-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა.
ამ პროექტმა 3M Young Scientist Challenge-ის კონკურსში გაიმარჯვა – მან საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ტიტული დაიმსახურა და ფულად ჯილდოდ 25 000 აშშ დოლარი მიიღო.
ანიკამ პროექტი სეზონური გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გზების შესასწავლად წამოიწყო, თუმცა კორონავირუსმა მისი გეგმები შეცვალა.
მან მოახდინა ტყვიის მოლეკულის მოდელირება, რომელსაც შეუძლია შერჩევით დაუკავშირდეს კორონავირუს SARS-CoV-2-ის ვირუსის ცილას. ამის წყალობით მოლეკულა ბოჭავს კორონავირუსის ქაცვებს და არ აძლევს მას საშუალებას, რომ ადამიანის უჯრედებს დაუკავშირდეს.
ეს კომბინაცია ვირუსის ადამიანის სხეულში მოხვედრის უნარს ანეიტრალებს.
ანიკა ამბობს, რომ საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ტიტული და ფულადი პრიზის მიღება მისთვის დიდი პატივია, თუმცა მისი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. მისი შემდგომი მიზანია, შეუერთდეს მკვლევარების და მეცნიერების ჯგუფს, რომლებიც ვირუსის კონტროლისა და პანდემიით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების გზებს ეძებენ.
ინდოეთის-ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, 14 წლის ინდოელი წარმოშობის სტუდენტით მთელი ქვეყანა ამაყობს.