LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

140-ზე მეტ მიმართულებაზე ავიაბილეთებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ

112
1000x525-Advert-1

„ყატარის ავიახაზები“ მოგზაურებს 25%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მსოფლიოს 140-ზე მეტ მიმართულებაზე.

ავიაკომპანია 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და ფასდაკლების ეს აქციაც სწორედ „ყატარის ავიახაზების“ დაბადების დღეს უკავშირდება. „შვიდდღიანი კამპანიის პერიოდში ასევე გთავაზობთ ფასდაკლებას ადგილების წინასწარ არჩევაზე, დამატებითი ბარგის შეძენაზე, სასტუმროს დაჯავშნასა და მანქანის დაქირავებაზე. გაყიდვების პერიოდი დაიწყო 2022 წლის 4 იანვრიდან“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, „ყატარის ავიახაზების“ 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მგზავრები, რომლებიც შეუერთდებიან ავიაკომპანიის ჯილდოს მფლობელ ლოიალობის პროგრამას, Privilege Club-ს, პრომო კოდის FLYQR22-ის გამოყენებით, მყისიერად მიიღებენ დამატებით 2500 ბონუს ქულას. მოგზაურებს შეუძლიათ, მიიღონ „ყატარის ავიახაზების“ ჯილდოს მფლობელი სერვისები და ისარგენლონ სპეციალური აქციით, რაც გულისხმობს გარანტირებულ მოქნილობას* 25%-მდე ფასდაკლებით შეძენილ ბიზნეს და ეკონომ კლასის ყველა ბილეთზე, მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის ქვეყნებში.

ცნობისთვის, ფასდაკლების კამპანია მოქმედებს „ყატარის ავიახაზების“ ყველა ავიარეისზე 2022 წლის 31 ოქტომბრამდე. ამ შეთავაზებით სარგებლობისთვის მგზავრებმა უნდა დაჯავშნონ ბილეთები ვებგვერდზე qatarairways.com/25Years-ზე ან ეწვიონ „ყატარის ავიახაზების“ ნებისმიერ ადგილობრივ გაყიდვების ოფისს ან მათთვის სასურველ ტურისტულ სააგენტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები