საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაცით, ახალი შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია, მხოლოდ ორის შემთხვევაშია ჯერჯერობით უცნობი, მიმდიანრეობს ეპიდკვლევა.
„ახალი დადასტურებული შემთხევვაა 15, 2 ლენჯერის კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებული შემთხვევაა ( ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლი), 2 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1088 გამოჯანმრთელდა“,-აცხადებენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 15 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა.
“გვაქვს 4 ახალი შემთხვევა, 2 ქობულეთის კონტაქტი და 2 მძღოლი. კლინიკაში სულ 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი”, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.