LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ფსევდოდიეტური პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში მომატებას

164

შესაძლოა დეტალურად შეისწავლეთ დიეტური პროდუქტების გრძელი ნუსხა და სწორად შეადგინეთ რაციონი, გაითვალისწინეთ ნახშირწყლების და ცხიმების, ვიტამინების და მინერალების დაშვებული ნორმა და სინამდვილეში წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ სასარგებლო და გემრიელ პროდუქტს შორის ბევრი “მტერიც” იმალება.

 

ანანასი

ანანასი მართლაც შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც შლიან ცხიმებს. თუმცა, მასში საკმაოდ ბევრი ვიტამინი და შაქარია, რომელიც პირდაპირ სისხლში ხვდება. ანანასის მირთმევისას თქვენ მართალია თავისუფლდებით ცხიმისგან, მაგრამ ივსებით შაქარით და ვიტამინებით.

 

სალათები

ბევრნაირი სალათი არსებობს, მათ შორის ცეზარი – ცხიმებით სავსე სოუსით და თეთრი პურის ტოსტებით. ბერძნული – ზეითუნის ზეთით (ათასი კალორია!), გახეხილი ყველით, მარილით და ცოტა სოუსით. შედეგი – თქვენი დიეტური ვახშამი ნამდვილი ცხიმის ბომბია, რომელსაც ყოველ საღამოს საკუთარი ხელით აფეთქებთ.

 

იოგურტი

ალბათ არ იცით, რომ იოგურტის ერთ პორციაში დაახლოებით სამი ჩაის კოვზი შაქარია (ნატურალურში, დანამატების გარეშე შედარებით ნაკლები), გარდა ამისა მასში საკმაოდ ბევრი კალორიული ხილია.

 

ავოკადო

ავოკადო მართლაც სასარგებლო ხილია. მასში ანტიოქსიდანტები, ვიტამინები, სასარგებლო ცხიმები და… 350 კალორიაა 100 გრამში, რაც სხვათაშორის ბევრად აღემატება ღორის ხორცის იმავე პორციის კალორიებს.

 

სმუზი 

ხილი (შაქარი!), სიროფი (მეტი შაქარი!), ნაყინი (უფრო მეტი შაქარი!), იოგურტი (ისევ შაქარი!)… მოკლედ, თუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, თქვენი სმუზი მხოლოდ ნიახური, კიტრი და ყინული უნდა იყოს!

 

ხაჭო 

დაუჯერებელია, მაგრამ გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ხაჭოს რეგულარული გამოყენება საკვებში შეშუპებას და ცელულიტს იწვევს, რაც ლაქტოზას მარტივი ნახირწყლების ბრალია. ასე რომ, ფრთხილად იყავით!

 

შავი შოკოლადი

ყველამ კარგად იცის, რომ რძიანი შოკოლადი მავნებელია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ დიდად არც შავი შოკოლადი ჩამორჩება, რადგან 100 გრამი 546 კალორიას შეიცავს (ინფორმაციისთვის ნაღების კარაქში ოდნავ მეტი – 600 კალორიაა).

 

ყავა 

თუ გყოფნით გამბედაობა მიირთვათ ყავა უშაქროდ და რძის გარეშე, მაშინ თქვენ თანამედროვეობის გმირი ხართ და არაფერი გემუქრებათ. მათ კი, ვინც შაქრიანი ყავის მოყვარულია, უნდა იცოდეს, რომ ერთი პორცია 400 კალორიას “იწონის” ანუ ზუსტად იმდენს, რამდენსაც ერთი თეფში სპაგეტი ყველით.

131bf68ea87a0012a9f22cd4a63ec85f

ფრეში 

ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენს 4-5 ციტრუსი ჭირდება, ვაშლისას კი – 6 ცალი. გაინტერესებთ რამდენ შაქარს შეიცავს ორივე პროდუქტი? – საკმაოდ ბევრს!!!

 

ომლეტი 

კვერცხის ცილა კუნთოვანი სისტემის ფორმირების ეხმარება. თუმცა, ომლეტის  ცილასთან ერთად ხშირად კვერცხის გული, ცოტა ყველი და ლორი ან ძეხვიც მოყვება, საბოლოოდ კი, ხელში ისევ ბომბი, ოღონდ ახლა უკვე ქოლესტერინის ბომბი გიჭირავთ. ნორმად დღეში ერთი კვერცხი ითვლება და თუ ომლეტის გარეშე ცხოვრება თუ ვერ წარმოგიდგენიათ, მაშინ მოამზადეთ “დანამატების” გარეშე.

 

ყველი 

100 გრამი ყველი 40%-ით უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, ვიდრე იმდენივე ხაჭო. ნუ დაიმშვიდებთ თავს ილუზიებით, რადგან ცხიმგაცლილი ყველიც არანაკლებ კალორიულია. თუ ყველის მოყვარული ბრძანდებით, ეცადეთ კვირაში 100 გრამით შემოიფარგლოთ და უპირატესობა ცხვრის ყველს მიანიჭეთ.

 

ღვინო 

მშრალი ღვინის ერთ ბოკალშიც კი 100-ზე მეტი კალორიაა! მიირთვით მეგობართან ერთად ერთი ბოთლი ღვინო? – ჩათვალეთ, რომ 250 კალორიით დამძიმდით, დესერტიც  მიაყოლეთ ან თუნდაც ხილი? – თითქოს არაფერია,  მაგრამ სასწორი მაინც კოშმარულ ციფრებს აჩვენებს.

 

სუში და როლი

სტატიებში აღმოსავლურ-აზიურ დიეტაზე ნათქვამია, რომ იაპონელი და ჩინელი ქალბატონების მოხდენილობა მათი კვების რაციონითაა (თევზი, ბრინჯი და წყალმცენარეები) განპირობებული. დაივიწყეთ, რადგან აზიისგან განსხვავებით,  დანარჩენ მსოფლიოში სუშის და როლის არა უმი, არამედ დამარილებული ან შებოლილი თევზისგან ამზადებენ. მარილიანი თევზი და ბრინჯი კი, ერთ ლიტრამდე ზედმეტ წყალს აკავებს ორგანიზმში. გარდა ამისა, კერძებს სოიოს სოუსიც მოჰყვება, რომელიც ბევრს დაბალკალორიული ჰგონია, სინამდვილეში კი, ისიც საკმაოდ ნოყიერია.

86930429c7b9a43da0b2c0d2be9969f1

გამომშრალი ხილი 

გამომშრალი ხილი ნატურალურზე 6-ჯერ უფრო მავნებელია, რადგან ერთის მხრივ კალორიულია, მეორეს მხრივ კი, ისე შემოგეჭმებათ ნახევარ საათში მთელი დღის ნორმა, რომ დაფიქრებასაც ვერ მოასწრებთ.

 

ტოფუ

მართალია 100 გრამი ტოფუ სულ რაღაც 60 კალორიას შეიცავს, მაგრამ  ერთი ცუდი თვისება მაინც აქვს – ის ყველა იმ პროდუქტის ცხიმებს ისრუტავს, რომელსაც მიირთმევთ, მონელება კი, ისე ნელა და რთულად ხდება, რომ ცხიმი თავისუფლად ასწრებს კრიტიკულ ადგილებში გადანაწილებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g