LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ივნისს ბათუმი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

394
297

აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ‘ზაფხულის ფესტივალი“-თ გაიხსნება. სლოგანის მსგავსად „ზაფხული იწყება აქ“ უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც – ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ,  ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. ტარდება სიმბოლური ჩემიონატი პლაჟის ფრენბურთში სასტუმროებს შორის. გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები, საჩუქრები და პირველი ადგილის მფლობელს Summer fest –ის თასი.

14:00-17:00 Stig  (DJ)

14:00-17:00 ფრანების შოუ

14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები

17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)

20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“

20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი

21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers

22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)

22:00 – 22:30 ფარნების შოუ

22:40 – 23:00  ღამის ფოეირვერკი

00:00 – 03:00  Mzhavia (Kodala) DJ

ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები  და დიჯეები იზრუნებენ. პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზეა გათვლილი.

ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათზე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g