LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 მაისის აქციაზე 5 000 კაცი გამოვა და იყვირებენ 350 000 გამოვედითო: სოზარ სუბარი

68
სოზარ სუბარი

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია ხალხის მობილიზებას ვერ შეძლებს. მისივე განცხადებით, “ხალხი რომ მართლა უკმაყოფილო იყოს, ხელისუფლების საქმიანობით, 5 ათასი კი არა, 50 ათასი ადამიანიც გამოვა აქციაზე და 500 ათასიც”.

“ერთი თვე დარჩა 15 მაისამდე და იქ დავინახავთ საზოგადოების განწყობას. 5 000 კაცი გამოვა და იყვირებენ 350 000 გამოვედითო. შემდეგ კი რამდენიმე საათში დაგვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით თავებს, რა მნიშვნელობა აქვს, 500 ვიყავით თუ 50 000, მთავარია აქცია ხომ შედგაო. ძალიან კარგად ვიცით, ხალხი რომ მართლა უკმაყოფილო იყოს, ხელისუფლების საქმიანობით, 5 ათასი კი არა, 50 ათასი ადამიანიც გამოვა და 500 ათასიც. ბევრჯერ გვინახავს ქადილი, მაგრამ შედეგი არაფერი“,- განაცხადა სუბარმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g