LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 მაისის აქციაზე მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები – ჭიჭინაძე

72
ჭიჭი

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ  15 მაისის აქციაზე ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად, მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები.

ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტში შესული ოპოზიცია ბოლომდე დაუნდობლად აჭერს ნიკა მელიას წიხლს, რადგან სწორედ მისი რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა.

 

 

„ჯერ კიდევ არ იციან პარლამენტში შესულებმა, რომ არცერთი მათი ინიციატივა გათვალისწინებული არ იქნება, რადგან გამორიცხულია ტვინგადატრიალებულ კობახიძეს რამე გააგებინო საკუთარი ინტერესის გარდა, თუ, რა თქმა უნდა, გარიგებაში არ შევიდნენ მასთან.

შესაბამისად, გვაქვს რეალობა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია ციხეშია გამოკეტილი და ესენი გარეთ, ნიკა ბოლომდე ცდილობს კორექტული იყოს, პარლამენტში შესული ოპოზიცია კი, ბოლომდე დაუნდობლად აჭერს მას წიხლს, რადგან სწორედ ნიკას რეპუტაციის ხარჯზე უნდათ თავიანთი დამარხული რეპუტაციის გადარჩენა.

მოკლედ, ყველამ კარგად იცის, რომ 15 მაისის აქციაზე, ნიკა მელია უნდა დასახელებულიყო ოპოზიციის ერთიან კანდიდატად. მაგრამ ეს ერთობა ბევრს დააწვა ტვირთად და ფინალში შეგვრჩა მასხარა პოლიტიკოსები – მაგალითად ვაშაძე, ვინც „ნაციონალებთანაც“ კი ვაჭრობდა სიაში ადგილებზე და ვისი ფინანსების წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა და ასევე ბიზნესმენები, ვინც პოლიტიკაში ძალით შეიყვანეს, შესაბამისად, ბიზნესის წესით თამაშობენ და არა პოლიტიკის და საკუთარი თავის გადასარჩენად ვაჭრობენ“. – აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატად განიხილავს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ მისთვის ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერის გამოცხადება, წაგების ფორმულაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g