15 წლის ლეონორი ესპანეთის მეფის, ფილიპისა და დედოფალ ლეიტიციას უფროსი ქალიშვილია. ის პირველია ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა სიაში. გუშინ გოგონამ პირველი ოფიციალური სოლო ვიზიტი განახორციელა. ის სერვანტესის უნივერსიტეტს ესტუმრა, რომელიც 30 წლის იუბილეს ზეიმობს.
15 წლის ულამაზესი პრინცესა „პოეტეს“ ბრენდის ულამაზეს კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ,,ფრეთი ბალერინას” დაბალქუსლიანი ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.
პრინცესას ინსტიტუტთან უამრავი ადამიანი ელოდა.