LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სელფი მობაილი“: 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე – განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

762
სელფი მობაილი

„სელფი მობაილი“ აგრძელებს ქსელის უწყვეტ განახლებას, რათა გაზრდილი მოხმარების პირობებშიც სწრაფი და ხარისხიანი კავშირი გქონდეს.

ივლისში „სელფის“ ქსელს 5 საბაზო სადგური დაემატა – თბილისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. ამასთან, უკვე არსებული სადგურები 92 ლოკაციაზე გაძლიერდა – მოდერნიზაცია ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, კოპიტნარსა და აჭარის დასახლებებში. შედეგად:

  • მთელი ქსელის მასშტაბით 5G-ით ფაილების ატვირთვის სიჩქარე თითქმის 16%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების, ვიდეოების და სხვა დიდი მოცულობის ფაილების გაზიარება გაცილებით უფრო სწრაფად შეგიძლია;
  • თბილისში გაიზრდა ინტერნეტით ფაილების ჩამოტვირთვის და ატვირთვის სიჩქარე, მათ შორის, 5G-ით ატვირთვის სიჩქარე 17.4%-ით გაიზარდა;
  • რუსთავში ქსელის რეაგირების დრო თითქმის მეოთხედით, 24%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე თითქმის 15%-ით გაიზარდა;
  • ბათუმში 4G ქსელის რეაგირების დრო 15.3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G-ით ატვირთვის საშუალო სიჩქარე გაორმაგდა;
  • 4G ქსელმა, მაის–ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 7.2%-ით მეტი ინტერნეტ ტრაფიკი გაატარა და მოემსახურა 4.4%ით მეტ აქტიურ მომხმარებელს. გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, ქსელის მასშტაბით ხარისხი იყო სტაბილური, ხოლო არაერთ ქალაქსა და რეგიონში – გაუმჯობესდა;
  • ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ზრდა გვაქვს გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქუთაისში, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში;
  • აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში 5G-ით ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ყველაზე მაღალი ზრდა იყო.

„სელფი“ უწყვეტად მუშაობს ქსელის გაუმჯობესებაზე, რომ ყოველდღე კიდევ უფრო სანდო და სტაბილური კავშირი გქონდეს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები