LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 მარტს საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა გაიმართა

109
161695429-176268664153304-7116099844785852379-n

2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ გაცნობითი შეხვედრა, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები გიორგი ხელაშვილი და დიარმუდ უილსონი და ჯგუფის წევრები.

ონლაინ შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული წარმატებული საპარლამენტო ურთიერთობები. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. აღინიშნა კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა განათლების, ტურიზმის, ვაჭრობის, სპორტის დარგებში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასევე, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობა.

გიორგი ხელაშვილმა და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ირლანდიელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებული ნაბიჯები, საუბარი შეეხო ბრიუსელში მიმდინარე  ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პარალელურად გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირებული მტკიცე მხარდაჭერას.

ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და წევრებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. დიარმუდ უილსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდება.  ირლანდიის პარლამენტის წევრებმა გამოხატეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის სფეროში და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით.

 

magti 5g