LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17-23 მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი

217

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში;

ვერძი

ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი უსიამოვნებების ტალღა ნელ-ნელა გადაგივლით და საბოლოოდ, ახალ ცხოვრებას დაიწყებთ. საკუთარ თავში ბევრ ისეთ თვისებას აღმოაჩენთ, რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში. ამ კვირიდან თავდაჯერებულობა და რომანტიკული დღეები მოგემატებათ.

კურო

ეს კვირა საუკეთესოა ურთიერთობაში კონკრეტული ინიციატივებისთვის. მოდუნებიდან აქტიურ ფაზაში გადადით და თუ ვინმე მოგწონთ, მისი გულის მოსაგებად ან უკვე არსებული ურთიერთობის გასახალისებლად, იაქტიურეთ. სასიამოვნო მომენტები გელით.

ტყუპები

თუ მარტო ხართ, ეს კვირა საუკეთესოა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. წარმატების საიდუმლო კი აქტიურ სოციალურ ცხოვრებაშია. რაც უფრო მეტ ახალ ადამიანს გაიცნობთ, მით მეტად გაგიადვილდებათ მარტოობის დაძლევა. ნებისმიერ მოწვევას დათანხმდით.

კირჩხიბი

ეს კვირა კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პარტნიონი ისეთ პიროვნებას გაგაცნობთ, რომელიც თქვენს სამსახურებრივ საქმიანობას და ზოგადად, კარიერულ წინსვალს ბიძგს მისცემს.

ლომი

თუ კონკრეტულ სასწავლო კურსზე დადიხართ ან ლიცენზიის ასაღებად მუშაობთ, ამ პროცესში პარტნიორისგან უზარმაზარ მორალურ მხარდაჭერას მიიღებთ. მის მიმართ მოჭარბებული მადლიერების გრძნობა დაგეუფლებათ. შესაძლოა, კვირის ბოლოს სიურპრიზზეც იფიქროთ.

ქალწული

ფინანსური კრიზისი დასასრულს უახლოვდება და ამ კვირიდან სასიამოვნო სიახლეებს გაიგებთ. მათ შორის პარტნიორის სავარუდო დაწინაურების ან ბონუსის მიღების ამბავს. ამ კვირაში გაუზიარეთ ყველაზე ღრმა სურვილები ერთმანეთს.

სასწორი

სერიოზული ურთიერთობის ქონის კონდიციაში ხართ. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, შესაძლოა, ნაჩქარევი ნაბიჯებიც გადადგათ. ხოლო თუ ჯერ ისევ ეძებთ მეორე ნახევარს, ამ კვირაში მისი პოვნის ალბათობა მაღალია. ასე რომ, წინ მოულდნელობები გელით.

მორიელი

ნუ გაგიკვირდებათ ამ კვირაში სამსახურებრივ რომანში თუ გაეხვიეთ. აუხსნელ ქიმიას და მიზიდულობას იგრძნობთ თანამშრომლისადმი. ამ ფაქტორს დიდი ხანია უგულებელყოფდით, თუმცა ამ კვირიდან ეს შეუძლებელი გახდება. მოვლენები თავისით, ბუნებრივად განვითარდება.

მშვილდოსანი

სიყვარული თქვენს ირგვლივ ტრიალებს. ურთიერთობის დასაწყებად აპრილი თქვენთვის ნაყოფიერი პერიოდია. მსუბუქი ფლირტი, შესაძლოა, დიდ და სერიოზულ კავშირში გადაიზარდოს.

თხის რქა

მომდევნო ორი კვირა მარტომყოფი თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ბევრ ისეთ სიტუაციაში მოხვდებით, სადაც პოტენციურ პარტნიორებს გადაეყრებით. ხოლო თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მასთან, სავარუდოდ, ბავშვის საკითხზე სერიოზული საუბარი გელით.

მერწყული

ბოლო კვირების შემდეგ, რომელიც ბევრი უთანხმოებითა და კამათით გამოირჩეოდა, კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამთ. ორივე მხარე დაიღალა დავითა და წინააღმდეგობებით. სასურველია, დაძაბული პერიოდის შემდეგ, რამდენიმე კვირით განმარტოვდეთ და განიტვირთოთ.

თევზები

როგორც ჩანს, ფინანსური საკითხი სერიოზული ურთიერთდაპირისპირების მიზეზია. ამ უთანხმოებაში გამოსავალი მალევე უნდა მოძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია მარტივად არ დასტაბილურდება და თქვენს სასიყვარულსაც საფრთხე შეექმნება.

magti 5g