LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 საკულტო სტილი „ოსკარის“ ისტორიაში

897
ოსკარი

„ოსკარის“ ყოველწლიურ ცერემონიას პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. ზოგი კინოშედეგებს აჯამებს, ზოგი კი, უბრალოდ ტკბება ჰოლივუდის ვარსკვლავების ეფექტური გამოსვლით.

17 საკულტო სტილი „ოსკარის“ ისტორიაში

ვივიენ ლი, 1940 წელი – პირველი „ოსკარი“ ლიმ სკარლეტ ო’ჰარას როლით მიიღო ფილმში „ქარწაღებულნი“. კინოაკადემიის ცერემონიაზე მსახიობი კლასიკურ ჰოლივუდურ სტილში – ელეგანტური ვარცხნილობით და მსუბუქი მაკიაჟით წარსდგა, რომელმაც ხაზი გაუსვა მის ბუნებრივ სილამაზეს.

ოდრი ჰეპბერნი, 1945 წელი – „ოსკარი“ მსახიობმა ფილმით „რომაული არდადეგები“ მოიპოვა. ელეგანტურმა ვარცხნილობამ შუბლზე შეჭრილი თმით (ე.წ. „ჩოლკით), კაშკაშა ფერის ტუჩის საცხმა და მკაფიოდ გამოკვეთილმა წარბებმა ხაზი გაუსვა ჰეპბერნის თხელ ნაკვთებს და ბუნებრივ სილამაზეს.

გრეის კელი, 1954 წელი – სადა სტილი შეარჩია გრეის კელიმაც, რომელიც კინოაკადემიის პრემიით ფილმში „პროვინციელი გოგონა“ შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდა.

ბარბარა სტრეიზანდი, 1969 წელი – საკულტო სტატუსი შეიძინა მსახიობის ცნობილმა „კარემ“ რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა 1969 წლის ცერემონიაზე და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

ელიზაბეტ ტეილორი, 1970 წელი – ულამაზესი ცისფერი თვალების ხაზგასასმელად მსახიობმა შესაბამისი მაკიაჟი და იმავე ფერის ელეგანტური კაბა შეარჩია ღრმა დეკოლტეთი.

რექუელ უელჩი, 1974 წელი – ვარცხნილობამ, რომელმაც მოგვიანებით „ჰოლივუდის ტალღების“ სახელი შეიძინა, სახის უხეში ნაკვთები შეარბილა და მეტი მომხიბვლელობა შესძინა მსახიობს.

შერი, 1986 წელი – „პერლამუტრის“ მაკიაჟის და ფერადი ლინზის წყალობით შერი მაცდუნებელ დედოფალს დაემსგავსა. თუმცა, მსახიობის ლეგენდარული გამოჩენა არ იქნებოდა ისე ეფექტური რომ არა ბულბულის 2-მეტრიანი გვირგვინი, რომელიც კოსტიუმების დიზაინერმა ბობ მაკიმ შექმნა.

გვინეტ პელტროუ, 1996 წელი – მსახიობის სადა და ლაკონური სტილი 1990-იანი წლების ყველაზე მოდურ და პოპულარულ სტილად იქცა, რადგან სწორი, მსუბუქად აწეწილი თმა და ბუნებრივი მაკიაჟი არა მხოლოდ წითელ ხალიჩას, არამედ თანამედროვე ქალის ყოველდღიურ ცხოვრებასაც იდეალურად მოერგო.

ჯულია რობერტსი, 2001 წელი – „ოსკარი“ მსახიობმა ფილმში „ერინ ბროკოვიჩი“ შესრულებული როლისთვის დაიმსახურა, წითელ ხალიჩაზე კი, რეტრო-ვარცხნილობით და ჩვეული მომხიბვლელი ღიმილით გამოჩნდა.

შარლიზ ტერონი, 2004 – უცნაურია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მსახიობი სულ უფრო მეტ მომხიბვლელობას იძენს. 2004 წელს წითელ ხალიჩაზე ტერონი მდიდრული ოქროსფერი კაბით, ელეგანტური ვარცხნილობით და ბუნებრივი მაკიაჟით გამოჩნდა.

ანჯელინა ჯოლი, 2009 წელი – მსუბუქად დახვეული თმა, რომლითაც მსახიობი 2009 წელს წარსდგა პუბლიკის წინაშე საკულტოდ იქცა „ოსკარის“ ისტორიაში.

ჰოლი ბერი, 2011 წელი – საოცრად შთამბეჭდავი და მომგებიანი აღმოჩნდა ჰოლი ბერის ერთდროულად თამამი და რომანტიკული, ოდნავ აწეწილი თმის ვარცხნილობა და თვალების სპილენძისფერი მაკიაჟი.

ჯენიფერ ლოურენსი, 2013 წელი – პირველი „ოსკარის“ მისაღებად ლოურენსი მდიდრული კაბითა და ელეგანტური ვარცხნილობით გამოვიდა სცენაზე. ეფექტური smoky eyes და აკურატული თმის ვარცხნილობა მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლუქია.

ლუპიტა ნიონგო, 2014 წელი – ახალგაზრდა ლუპიტამ პუბლიკა ოდნავ ბავშვური სტილით და სადა მაკიაჟით მოხიბლა.

რუნი მარა, 2016 წელი – მსახიობის მკაცრი და ლაკონური სტილი წითელი საცხით ტუჩებზე, სისადავის მიუხედავად მაინც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.

ჟანელ მონე, 2017 წელი – განსაკუთრებული მომხიბვლელობა არაჩვეულებრივი მომღერლის სტილს კრისტალებით მორთულმა თმის სამაგრმა, სადა მაკიაჟმა და ულამაზესი თვალების smoky eyes look-ის მაკიაჟმა შესძინა.

ლედი გაგა, 2019 წელი – თმის ვარცხნილობამ მსახიობის სახის ოვალი დაავიწროვა და ყვრიმალები გამოკვეთა, ოდნავ შესამჩნევი წვრილი ცისფერი ისრები ქუთუთოებზე კი, იდეალურად მოერგო მის ღია ფერის თმის ვარცხნილობას.

 

magti 5g