ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო.
აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-აღნიშნავს გაბუნია.
ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ მოქალაქე რაიმე მიზეზის გამო, ვერ დარეგისტრირდება ვაქცინაციისთვის, 37 დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები.